კახა კახიშვილი პარლამენტს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირების ინიციატივით მიმართავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი პარლამენტს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირების ინიციატივით მიმართავს.
როგორც პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კახიშვილმა განაცხადა, მაღალი რისკის შემთხვევაში, პატიმრობა 90 დღიდან 60 დღემდე უნდა შემცირდეს, საშუალო რისკის შემთხვევაში კი 60-დან 30 დღემდე.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები, პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, შემცირდება. ამაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ დეპუტატები ვადების უფრო მეტად შემცირებასაც კი დაუჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები