ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში რუსი სამხედროების მობილიზებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში რუსი სამხედროების მობილიზებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
ქეთევან ციხელაშვილი თქმით, პროექტი გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ, ჟენევის ფორმატში იქნება განხილული და ამის შესახებ თანათავმჯდომარეები უკვე ინფორმირებული არიან.
„ჟენევის თანათავმჯდომარეებთან კონსულტაციებისას, ამ კვირაში გვქონდა ამ საკითხებზე საუბარი. ისინი ახლა იმყოფებიან სოხუმში. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზეც ექნებათ საუბარი. ამჯერად, ამ შეთანხმებით, კიდევ უფრო იზრდება კონტროლის ხარისხი ამ ტერიტორიებზე, მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც არ არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ენგურის მიღმა დამატებით 25 ახალი საგუშაგო და გალში 20 ათასამდე სამხედრო განლაგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები