ოსმა ძალოვნებმა ატოციდან გატაცებული ძმები გაათავისუფლეს

ოსმა ძალოვნებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მცხოვრებლები, კობა და გიორგი გაბარაევები გაათავისუფლეს. ძმები გაბარაევები ცხინვალის იზოლატორში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. კობა და გიორგი გაბარაევები რუსმა სამხედროებმა 19 ნოემბერს იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდნენ.
გაბარაევები ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს. ცხინვალის იზოლატორი მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები