გიგლა ბარამიძე: ვიქტორ დოლიძე არის პროფესიონალი

მე ვფიქრობ, რომ ვიქტორ დოლიძე იმ ადგილას უფრო გამოსაყენებელია, რაზეც ახლა წარადგინეს, ვიდრე იქ, სადაც იყო – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
გიგლა ბარამიძე ვიქტორ დოლიძის სამთავრობო გუნდში მიბრუნებას პოზიტიურად აფასებს და თვლის, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.
„ვიქტორ დოლიძე ნამდვილად პროფესიონალია იმ საქმის, რაც უნდა შეასრულოს, მე მჯერა, რომ ის ბევრ მინისტრზე უკეთესი მინისტრი იქნება.
ამ პოლიტიკოსის მიმართ მე ვარ სიმპათიებით განწყობილი, მას აქვს საკმაოდ დიდი კვალიფიკაცია, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვას,“-განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები