საქართველოში დათბება – ამინდის პროგნოზი

23 ნოემბერს, დღის ბოლომდე და ღამის საათებში მოსალოდნელია ქარის დროგამოშვებით გაძლიერება 28 მ/წმ – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალიდან ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ-შია მოსალოდნელი. 25 ნოემბრიდან ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება.

ღამის საათებში ბარში ყინვებია მოსალოდნელი (-2, -7 გრადუსის ფარგლებში, თბილისში -2, -4 გრადუსი). 25 ნოემბრიდან შედარებით დათბება და უნალექო ამინდი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები