ქუთაისში, მშენებარე ტაძართან ქალი დაშავდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მშენებარე ტაძრიდან ჩამოვარდნილი ფიცარი შუახნის ქალს დაეცა. დაშავებული ქალბატონი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.
მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მან დაზიანება თავის არეში მიიღო. ამჟამად ქალბატონი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები