ზურაბ ტყემალაძე: პრეზიდენტს ვერ დავეთანხმები, რომ მედია არის დღეს შეზღუდული

2012 წელს, წინასაარჩევნოდ, სრულყოფილად სამი ტელეარხი მაუწყებლობდა, დღეს 50-მდე არხია ასეთი, – განაცხადა „მრეწველთა“ პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტყემალაძე თვლის, რომ პრეზიდენტი მედიის თავისუფლების შეფასების დროს ტენდენციური იყო.
“მე ვერ დავეთანხმები პრეზიდენტს, რომ დღეს მედია რამით არის შეზღუდული, გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდი, მაშინ 3 ტელეარხი ფლობდა სრულყოფილად მაუწყებლობის საშუალებას, დღეს 50-მდე არხია ასეთი.
მედია, ზუსტად რომ გათავისუფლდა ხელისუფლების წნეხისგან,“-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ :კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტყემალაძე პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის შექმნის საკითხსაც ეხმაურება, იგი თვლის, რომ მსგავსი კომისიები პარლამენტში უნდა იქმნებოდეს.
“პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებზე მომუშავე კომისია შეიქმნას პრზიდენტის ადმინისტრაციაში, მე ვთვლი, რომ მსგავსი კომისიები უნდა იქმნებოდეს პარლამენტში, თუმცა პრეზიდენტსაც აქვს უფლება, თვითონ, დამოუკიდებლად შექმნას კომისია,“-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზურაბ ტყემალაძე საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის შემცველობაზე გავრცელებულ განცხადებებზეც ამახვილებს ყურადღებას. იგი მიიჩნევს, რომ საფრთხეზე საუბარი წინა ხელისუფლების პრაქტიკად გამომდინარე, გახდა აჟიოტაჟის მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები