კონსტანტინე ბუზალაძემ, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს სპეციალური სამუშაო უნიფორმა გადასცა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს 300-ზე მეტ თანამშრომელს სპეციალური სამუშაო უნიფორმები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.
როგორც კონსტანტინე ბუზალაძემ აღნიშნა, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის.
„თქვენ ზრუნავთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე, იერსახეზე, გამწვანებასა და კეთილმოწყობაზე. თქვენი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მინდა, გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ“, – აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა ორგანიზაციის ადმინისტრაციული შენობა და სააგენტოს სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.