თემურ მაისურაძე: ამ ეტაპზე ჩემი და პარტიის ხედვები ერთმანეთს აღარ ემთხვევა და სჯობს გავემიჯნო პარტიულ ჩარჩოებს

პარლამენტის ყოფილი წევრი თემურ მაისურაძე „ეროვნულ ფორუმს“ ტოვებს.
თემურ მაისურაძე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა თვლის, რომ საკუთარი რესურსი პარტიაში ამოწურა.
“მე პოლიტიკაში ჩავერთე თავის დროზე იმის გამო, რომ ხელისუფლება გათავისუფლებულიყო სააკაშვილის რეჟიმისგან, მე პოლიტიკაში მეცნიერებიდან და ბიზნესიდან მოვედი და იმ პერიოდში ბიზნესის მიმართ არსებული ტერორის გამო გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩავრთულიყავი.
ეს მიზანი მიღწეულია, ამ ეტაპზე მე მსურს საკუთარი თავის რეალიზება პარტიის გარეშე, რადგან „ეროვნული ფორუმის“ პოლიტსაბჭოსა და ჩემი ხედვები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის,“-.განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ ყოფილმა წევრმა თემურ მაისურაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები