გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, დუკალის სასახლის პოეზიის ოთახში თანამედროვე ქართული პოეზიის საღამო გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარი პოეტური შემოქმედება იტალიელ და ქართველ სტუმრებს გააცნეს პოეტებმა: გიორგი ლობჟანიძემ, მანონ ბულისკერიამ, მაია მინდელმა, ვახო ვახტანგაძემ და შოთა ვეკუამ.
საღამოს მოდერატორი და პოეტების იტალიური თარგმანების ავტორი ნუნუ გელაძე იყო, რომელმაც ლექსები იტალიურ ენაზე წაუკითხა აუდიტორიას.
პოეზიის საღამოს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები