ირაკლი კობახიძე: არ დავიშურებ ძალას, რათა ხელი შევუწყო საქართველოში პარლამენტარიზმის შემდგომ განვითარებას

“არ დავიშურებ ძალას იმისთვის, რათა ხელი შევუწყო საქართველოში პარლამენტარიზმის შემდგომ განვითარებას” – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დარბაზში შეკრებილ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და სიტყვით მიმართა.
”ჩემი კანდიდატურის არჩევასთან დაკავშირებით გამართული დებატები შორს იყო ნამდვილად ჯოჯოხეთისგან, თუმცა იგრძნობოდა პოსტსაარჩევნო გარემოს სპეციფიკა. მე ვისურვებდი 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა პარლამენტის თითოეულ წევრს. იმ წევრებს, რომლებიც დღეს იყვნენ აგრესიულები და არ იყვნენ აგრესიულები, იყვნენ კონსტრუქციულები და არ იყვნენ კონსტრუქციულები, საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე და არ საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე. არ დავიშურებ ძალას იმისთვის, რათა ხელი შევუწყო საქართველოში პარლამენტარიზმის შემდგომ განვითარებას და უზრუნველვყო ის, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს ჰქონდეს საპარლამენტო მუშაობაში საკუთარი თავის სათანადო გამოვლენის შესაძლებლობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები