საქართველოს მთავრობას დროებით უფლებამოსილების შესრულება დაეკისრა
პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას.
შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა დოლიძემ განუცხადა და განმარტა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობას ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება.
„როდესაც მოხდება ახალი პრემიერის წარმოდგენა და ახალი მთავრობის დაკომპლექტება, რა თქმა უნდა, აღარ გვეყოლება მოვალეობის შემსრულებელი და გვეყოლებიან მთავრობის წევრები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ორშაბათს გახდება ცნობილი.