პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა 150-ვე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრამდე მათი გვარები დროებითი სამანდატო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი კახიანმა წაიკითხა.
მათ შორის ცნობილია, გიორგი კვირიკაშვილისა და სანდრა რულოვსის სადეპუტატო უფლებამოსილებაც. ამის შემდეგ ახალარჩეულმა დეპუტატებმა ფიცი დადეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება. ოქტომბრის არჩევნების შედეგად, 115 მანდატი და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, 27 მანდატის მფლობელი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საარჩევნო კოდექსის თანახმად 6 მანდატი მიიღო პარტიამ – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია. პარლამენტში ხაშურის მაჟორიტარის მანდატით შევიდა ასევე თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს კანდიდატი სიმონ ნოზაძე და მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარის მანდატით დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები