კობა ნარჩემაშვილი: პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ 2013 წელს დაწერილი კონსტიტუცია ხარვეზიანი იყო

ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი და შესაძლოა ცოტა რბილადაც, რომ 2013 წელს დაწერილი კონსტიტუცია იყო ძალიან ხარვეზიანი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს იყო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის და დიდწილად ერთ ადამიანზე მორგებული კონსტიტუცია. მოგვიწევს ამ კონსტიტუციაზე მუშაობა, მათ შორის უმცირესობასთან, სხვა ძალებთანაც და ზოგადად ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ სფეროში რაიმე კომპეტენციის მატარებელია“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება, ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას გააკეთა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები