თამარ ჟვანია: მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენს კანონშემოქმედებით საქმიანობაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, დროებით სამანდატო კომისიას, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა, რომელიც არჩეულ წევრთა უფლებამოსილების ცნობას წარმოადგენს. მანვე მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, პოლიტიკურ პარტიებს და მედიას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. თამარ ჟვანიამ პარლამენტის წევრებს წარმატებები უსურვა.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დემოკრატიულად ჩატარებულიყო არჩევნები.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, მათ შეასრულეს მაღალი მოქალაქეობრივი ვალი, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს.
საჯაროდ ცნობილია საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიცია,რომლებმაც დადებითად შეაფასეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები.
მადლობა მედიას, პოლიტიკურ პარტიებს მუშაობისა და მხარდაჭერისთვის, რადგან მათი დახმარების შედეგად არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა.
მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა აქ მყოფ ადამიანებს. მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენს მომავალ კანონშემოქმედებით საქმიანობაში. ახლა კი მინდა გადავცე დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია,“-განაცხადა თამარ ჟვანიამ პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები