საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გლობალური პოლიტიკური კონტექსტიდან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოდის.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახლადარჩეული პარლამენტის სხდომის გახსნისას განაცხადა, ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება.
„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად, მიმაჩნია, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის უშიშროების პოლიტიკის განმსაზღვრელი ეროვნული და უწყებრივი სტრატეგიული დოკუმენტები და მათზე დაყრდნობით, სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით, შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები