სოფო ხორგუანი გვიჩიანის საქმეზე: მკვლელი რომ ვერ იპოვეს, არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო ციხეში უნდა იჯდეს

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი გია გვიჩიანის საქმის ხელახლა გადასინჯვის ფაქტს გამოეხმაურა, რომლის შესახებაც ინფორმაცია პროკურატურამ გუშინ გააჟღერა.
ხორგუანი თვლის, რომ გია გვიჩიანი უდანაშაულოა. იგი პროკურატურის მხრიდან საქმის მიმართ ხელახლა ინტერესის გამოჩენას დადებითად აფასებს.
„გია გვიჩიანთან დაკავშირებით საქმე სასამართლოში წავა. საგულისხმოა, რომ სასამართლო პროცესზე მას სამუდამო პატიმრობა მოუხსნეს, რის შემდეგაც მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალებით მიმართა, მიუხედავად შეწყალების კომისიის რეკომენდაციისა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა გვიჩიანის თხოვნა.
ეს ადამიანი არის უდანაშაულო და ის, რომ მკვლელს ვერ პოულობენ არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო უნდა იჯდეს ციხეში. ამ ადამიანის მიმართ ვერ შეგროვდა ვერანაირი მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებდა.“-განაცხადა სოფო ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხორგუანის ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები პირადად იყვნენ ჩართული სადამსჯელო ღონისძიებებში. გახმაურებული საქმეებიდან სოფო ხორგუანი ნორა კვიციანს საქმეზეც ამახვილებს ყურადღებას და თვლის, რომ ნორა კვიციანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ იგი ემზარ კვიციანის და იყო.
სოფო ხორგუანი 7 ნოემბრის საქმეზეც საუბრობს.
“მე მგონია, იქნება ძალიან ბევრი ისეთი საქმის განხილვაც, რომელიც არ გახმაურებულა, მაგრამ რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალჩინოსნები. ასეთები იყო ქონების წართმევა და საკუთრების უფლების შელახვა. გადასასინჯია ასევე „იმედის“ დარბევისა და 7 ნოემბრის საქმეც. ყველა საქმე არის ისეთი, რომელსაც აუცილებლად მოითხოვს გადასინჯვას“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები