მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის “ხავერდოვანი რევოლუციის” 27 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სლოვაკეთის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მმართველობის 27 წლისთავი მიულოცა.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ხავერდოვანი რევოლუციის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენდა თავისუფლებისკენ სწრაფვის ერთობლვ სურვილს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს, რისი მკაფიო დასტურიცაა მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრებისსიმრავლე.

“კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო თბილი და სანიმუშოდ მეგობრული ურთიერთობი, მაღალი დონის ურთიერთგაგება, ნდობა და ხალხთა შორის მჭიდრო კონტაქტები, რაც წლების განმავლობაში განვითარდასაქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის.” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სლოვაკეთის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

“ვიმედივნებთ რომ სლოვაკეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, უწყვეტი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას და ჩვენ ხელშესახებშედეგებს მივაღწევთ.”-აღნიშნა მინისტრმა.

სლოვაკეთის რესპუბლიკის “ხავერდოვანი რევოლუციის” 27 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები