არჩილ თალაკვაძე: არსებობს მექანიზმები, რომელთაც რეაგირება უნდა მოახდინონ. ეს არის პროკურატურა და გენინსპექცია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ისინი მოითხოვენ შეიქმნას დამატებითი მექანიზმები სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი რაიმე გადაცდომის არც ერთი შესაძლო ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენილა.
”არც ერთი შესაძლო ფაქტი, სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი რაიმე გადაცდომის, უყურადღებოდ არ დარჩენილა. აქტიურად მუშაობდა გენერალური ინსპექცია. არაერთი გამოძიება დაიწყო პროკურატურის მიერაც. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, საიდანაც დაინახავთ, რომ უწყებები ახდენენ ადეკვატურ რეაგირებას თითოეულ ასეთ შემთხვევაზე. მე ვიცნობ ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებსაც, რომელიც პოლიციის საქმიანობას ეხება. ტენდენციებში ჩანს, რომ ამ მიმართულებით სტანდარტები დაცულია და პოლიცია თავის საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს. ინიციატივას რაც შეეხება, მე მზად ვარ დისკუსიას დავუბრუნდე. არსებობს მექანიზმები, რომელთაც რეაგირება უნდა მოახდინონ. ეს არის პროკურატურა და გენინსპექცია. თუ ვინმეს აქვს არგუმენტები, რომ საჭიროა დამატებითი მექანიზმები, მზად ვარ გავეცნო ამ არგუმენტებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები