ოპერაცია „ავტოსამრეცხაო“ – ბრაზილიაში რიო – დე – ჟანეიროს ყოფილი გუბერნატორი დააკავეს
ბრაზილიაში რიო დე ჟანეირის ყოფილი გუბერნატორი სერხიო ქაბრალი დააკავეს. მას რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ნაგებობების მშენებლობის პროცესში 64 მილიონი აშშ დოლარის მითვისებას ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
რიოს გუბერნატორი ორწლიანი ანტიკორუფციული გამოძიების საქმეზე დააკავეს, რომელსაც „ავტოსამრეცხაოს“ სახელი მიანიჭეს.
საქმეში კომპანია „პეტრორბასი“ ფიგურირებს, რომელთანაც ბრაზილიის ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა მრავალმილიონიანი კორუფციული გარიგებები გააფორმეს.
სერხიო ქაბრალი რიო და ჟანეიროს გუბერნატორი 2007 – 2014 წლებში იყო. მან თანამდებობა მრავალათასიანი საპროტესტო აქციების გამო დატოვა.