აშშ-ის საელჩო საქართველოში მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩო ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს 15086811_10207282087122077_247604703_n
“ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ-ის მთავრობამ დროულად არ დაგმო 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფოციალურმა წარმომადგენელმა გამოხატა შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით 2003 წლის 3 ნოემბერს და ეს ხმის დათვლის მთელი პროცესის განმავლობაში გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც შედეგების დათვლა დასრულდა, გაიმართა საუბრები მაღალ დონეზე იმის თაობაზე, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო. მაშინვე, როდესაც 19 ნოემბერს დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ გამოხატა უკმაყოფილება შედეგებთან და ქვეყნის მმართველობასთან დაკავშირებით. 2003 წლის 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის ტექსტიც შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო დეპარტამენტის არქივში: https://2001-2009.state.gov/r/pa/prs/ps/2003/26539.htm.
ამერიკის შეერთებული შტატები ძალზე იმედგაცრუებულია საქართველოში ორ ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება აშშ-ისა და ეუთოს წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგებით მანიპულირებამ გამოააშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულებელყოფა. 2003 წლის 13 ნოემბერს, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დუგლას დავიდსონმა, თავის განცხადებაში მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ მას „უზრუნველეყო ხმის მიცემის პროცედურის ჩატარება საერთო საარჩევნო კოდექსის, საერთაშორისო და ეუთოს სტანდართებთან შესაბამისობაში“. ეუთოს განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://2001-2009.state.gov/p/eur/rls/rm/2003/26256.htm

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები