მედვედევი ყავა „ამერიკანოს“ სახელწოდების „რუსიანოთი“ შეცვლის ინიციატივით გამოდის

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყავა „ამერიკანოს“ „რუსიანო“ უნდა დაერქვას. ამ ინიციატივით მედვედევი ევრაზიული სამთავრობათშორისი საბჭოს სხდომაზე გამოვიდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ბელორუსიის პრემიერი ანდრეი კობიაკოვი ამბობს – მომეცით ამერიკანო. ეს ძალიან არაპოლიტკორექტულად ჟღერს. მოდით ამ ყავას სახელი გადავარქვათ“, – განაცხადა მედვედევმა და ალტერნატივად „რუსიანო“ შესთავაზა.
ამავე სააგენტოს ცნობით, 2014 წლის ნოემბერში, ანექსირებულ ყირიმში, ზოგიერთმა კაფემ „ამერიკანოს“ სახელი შეუცვალა და მას „ყირიმული“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები