ბობ დილანი ნობელის პრემიის მინიჭების ცერემონიას ვერ დაესწრება

პოეტი და მუსიკოსი ბობ დილანი სტოკჰოლმში ვერ ჩავა, რათა ლიტერატურის სფეროში ნობელის პრემია პირადად მიიღოს. ამის შესახებ „ბი ბი სის“ შვედეთის აკადემიამ აცნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით, დილანს სურდა შვედეთში ჩასვლა, მაგრამ მას „სხვა საქმეები აქვს“.
„ბობ დილანმა წერილი გამოგვიგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისთვის ნობელის პრემიის მიღება დიდი პატივია, მაგრამ ის სტოკჰოლმში დეკემბერში ვერ ჩავა. შესაბამისად, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიასაც ვერ დაესწრება“ – აცხადებენ შვედეთის აკადემიაში.
ბობ დილანი ნობელის პრემიის ლაურეატი ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა. შვედეთის აკადემიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან ახალი ამერიკული სასიმღერო ტრადიციის ფარგლებში “ახალი პოეტური ენა შექმნა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები