Human Rights Watch – “ისლამურმა სახელმწიფომ” მოსულში 300 ყოფილი პოლიციელი მოკლა

ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქ მოსულის მახლობლად 300 ყოფილი ერაყელი პოლიციელი მოკლა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მასიური მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა და დახოცილი პირები დიდ საფლავში დაკრძალეს.
სიკვდილით დასჯილთა ნაწილი “ბოევიკებმა“ დახვრიტეს, ნაწილს კი თავები მოჰკვეთეს.
ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციას ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები