სოფელ გოსტიბესთან ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

კასპის რაიონის სოფელ გოსტიბესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელიც ტყეში შეშისთვის მიდიოდა, დაგორდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის დროს სატვირთო მანქანაში 5 ადამიანი იჯდა. ერთ-ერთი მათგანი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ის გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები