თურქეთმა, 6 წლის შემდეგ, ისრაელში ელჩი დანიშნა

 ექვსი წლის შემდეგ, თურქეთმა ისრაელში ელჩი დანიშნა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ქემალ ოკემი დანიშნა.
15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა თურქეთში ელჩის თანამდებობაზე  დიდ ბრიტანეთში საელჩოს მრჩეველი ეითან ნაა დანიშნა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2010 წელის მაისში გამწვავდა, როდესაც ისრაელის სპეცრაზმმა ღაზას სექტორში მიმავალი რამდენიმე თურქული ხომალდი შტურმით აიღო. ამ დროს 9 თურქი მეზღვაური დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები