აშშ-ის კონგრესმა რუსეთს და ირანს სირიის გამო სანქციები დაუწესა

აშშ-ის კონგრესმა სირიის ხელისუფლების სპონსორების წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი მიიღო. სანქციები, ძირითადად, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ არის მიმართული.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა იმ ქვეყნების და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს, რომლებიც სირიის ცენტრალურ ბანკს და ამ ქვეყნის მთავრობას ეხმარებიან.  სანქციები შეეხება სირიის სამოქალაქო ავიაციას,  ტელეკომუნიკაციას და ენერგეტიკას.
რაც შეეხება ირანს, მის წინააღმდეგ სანქციები ბირთვული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ისევ ძველი რეჟიმით ამოქმედდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები