ინგუშეთში ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

ინგუშეთის მალგობეკის და სუნჟენის რაიონებში ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე მოსკოვში, ტერაქტებს გეგმავდნენ.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მალგობეკის მახლობლად აღმოჩენილია იარაღის სამალავი. იქ ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ასაფეთქებელი მოწყობილობები ინახებოდა.
რუსეთის ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, სპეცოპერაცია სროლის გარეშე ჩატარდა. ამჟამად დაკავებულების დაკითხვა მიმდინარეობს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტები ტერაქტის მოწყობას კავკასიის ხალხთა კულტურისა და სპორტის ფესტივალზე გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები