„საქართველო თავისი არჩევნებით რეგიონში არის ლიდერი დემოკრატიის კუთხით“

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ის განცხადებები გახდა, რომლებმაც არჩევნები არასამართლიანად შეაფასეს.
საარჩევნო კომისიის წევრების აღნიშნულ განცხადებას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომისიის წევრების განცხადებების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობამ ერთობლივად შეძლო ამ არჩევნების ადმინისტრირება და ჩატარება.
„სამწუხაროდ მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ადამიანები ოპოზიციონერთა წარმომადგენლები არიან. მართალია ისინი არიან პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები და ალბათ, თქვენ თვითონ გაგიჩნდათ განცდა, რომ მათ ჰქონდათ ოპოზიციური განწყობა. ისინი არიან ცესკო-ს წევრები და მათ აქვთ აბსოლუტური თავისუფლება საკუთარი აზრი დააფიქსირონ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში.
კომისიის ორი წევრის განცხადების მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობამ ერთობლივად შეძლო ამ არჩევნების ადმინისტრირება და ჩატარება, რომელიც ნეიტრალური არბიტრების მიერ, მათ შორის, ადგილობრივი, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არის შეფასებული როგორც კონკურენტული და თავისუფალ გარემოში განხორციელებული პროცესი, როგორც პოზიტური წინ გადადგმული ნაბიჯი.
ძალიან ბევრ შეფასებაში არის ასახული, რომ საქართველო თავისი არჩევნებით დღესდღეობით არის ლიდერი დემოკრატიისა და არჩევნების განვითარების კუთხით რეგიონში“,-აღნიშნა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები