Transparency: რუსეთში ყოველ მესამეს წლის განმავლობაში ქრთამი აქვს გადახდილი

რუსეთის მოსახლეობისთვის კორუფცია, მნიშვნელობის მიხედვით, მესამე ადგილზე არსებული პრობლემაა ეკონომიკური კრიზისისა და ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის შემდეგ. ამის თაობაზე საუბარია ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „მსოფლიო კორუფციის ბარომეტრი-2016“.
ამ კვლევების მიხედვით, კორუფცია რუსეთის მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე განათლება, უმუშევრობა და დანაშაული.
ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები სხვებზე უფრო ხშირად იხდიან ქრთამს. ასე, მაგალითად, დაწყებითი და საშუალო განათლების მისაღებად რუსეთში გამოკითხულთა 29%-ს და უკრაინაში 38%-ს ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი აქვს გადახდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები