თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კაფეში ხელყუმბარა ააფეთქეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გაზიანტეპში უცნობმა პირებმა კაფეში ხელყუმბარა ააფეთქეს. თვითმხილველების ინფორმაციით, კაფესთან ბოროტმოქმედები მოტოციკლებით მივიდნენ და იქ ხელყუმბარა შეაგდეს, რის შემდეგაც მიიმალნენ.
თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამჟამად თავდამსხმელების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები