აფეთქება ქაბულში – 5 დაღუპული

Afghan security forces inspect the site of a suicide bombing in Kabul, Afghanistan, November 16, 2016. REUTERS/Mohammad Ismail

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ბომბი ააფეთქა. აფეთქება სატვირთო მანქანის სიახლოვეს მოხდა,  რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ტერორისტის გარდა, კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ტერაქტი პულ მაჰმუდ ჰანის რაიონში მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები