გაერო – ნიგერიაში 75 ათასი ბავშვი შეიძლება შიმშილით დაიღუპოს
ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში, ბორნოს შტატში, მომდევნო რამდენიმე თვეში, შიმშილით შეიძლება 75 ათასი ბავშვი დაიღუპოს. ამ ინფორმაციას გაერო აქვეყნებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ, შესაძლოა, ჰუმანიტარულ კრიზისის პრობლემა ვერ მოაგვარონ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გაეროს წარმომადგენლის, პეტერ ლუნდბერგის განცხადებით, ნიგერიის იმ რეგიონში, სადაც ბოლო დრომდე აქტიურად მოქმედებდა დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“, დახმარება საერთო ჯამში 14 მილიონ ადამიანს სჭირდება, მათგან 400 ათასი – არასრულწლოვანია.