კიევის ცენტრში პოროშენკოს წინააღმდეგ აქცია გაიმართა – ფოტოკოლაჟი

კიევის პოლიციიის ინფორმაციით, დღეს კიევის ცენტრში საპროტესტო აქციებში დაახლოებით ექვსმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქვეა მობილიზებული ათასობით პოლიციელი.
თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვალერია გონტარევას გასამართლება მოითხოვეს, თუმცა შემდეგ მიტინგზე გაისმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაგომის მოთხოვნა.
„პრზიდენტის ბანდა ციხეში. იმპიჩმენტი ამ მატყუარას“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ამ ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც კომუნალური მომსახურების გაძვირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
კიევი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში მოსკოვს ადანაშაულებს., რამდენიმე დღის წინ უკრაინის უშიშროების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ მოსკოვი უკრაინაში ახალ მაიდანს ამზადებს.
640x360-3 640x360-4 640x360-5 640x360-6 640x360-7 640x360-8 640x360-9 640x360-10 640x360-11 640x360-12 640x360-13 640x360-14 640x360-15 640x360-16 640x360-17 640x360-18 640x360-19 640x360-20 640x360-21 640x360-22 640x360-23

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები