დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოს 10 000 ლარს სთავაზობდა

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე გირაოს სახით სასამართლოს 10 000 ლარს სთავაზობდა, რაც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა. თავად ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან ერთად საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს. მომდევნო წინასასამართლო სხდომა 22 ნოემბერს გაიმართება.
ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს პროკურატურა ფონიჭალაში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას, ქურდობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. 109-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლი 16 დან 20 წლამდე პატიმრობას ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები