ევროკავშირის საბჭო საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესების დროულად დასრულების მნიშვნელობაზე საუბრობს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ყურადღება მახვილდება ასევე ადამიანებს შორის კონტაქტზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.
“საბჭო აღიარებს, რომ მობილურობა და ადამიანებს შორის კონტაქტები ევროკავშირის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებებს აახლოებს. საბჭო აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მობილობა უსაფრთხო და კარგად მართვად გარემოში რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარ ქვაკუთხედად.
საბჭო ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას”, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ბრიუსელში გამართული შეხვედრის დასასრულს მიღებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები