„ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, სავარაუდოდ, ორი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით,  ”ნაციონალური მოძრაობა” მომავალ პარლამენტში სავარაუდოდ ორი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში იქნება ”ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესული წევრების შეკრება და სწორედ ამ შეკრებაზე გადაწყდება თუ რა კონფიგურაციით იქნება პარტია წარმოდგენილი პარლამენტში.
”უახლოეს დღეებში გვექნება პარლამენტში შესული წევრების შეკრება. თუ როგორი კონფიგურაციით იქნება ”ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში წარმოდგენილი, ამ შეკრებაზე გადაწყდება. წინასწარი განწყობით, იქნება ორი ფრაქცია, მაგრამ ეს საკითხიც არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. გადაწყვეტილია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” აპირებს გამოიყენოს თავისი კვოტები კომიტეტებში, დელეგაციებში იმისთვის, რომ ყველა საპარლამენტო ბერკეტი ავამუშავოთ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ”, – განაცხადა ნადირაშვილმა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები