ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის შესახებ გაზეთზე – თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის შესახებ თურქულ გაზეთ „საბაჰის“ დანართს ეხმაურება. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც თურქეთში საქართველოს საელჩოს, ამასთან დაკავშირებით რეაქცია ჰქონდა და გამოხატეს თავიანთი მკაფიო დამოკიდებულება. ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქეთის ელჩი საქართველოში აფიქსირებენ იმ განუხრელ პოზიციას, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ისინი წინმსწრებად არ ყოფილან საქმის კურსში ამ ჩანართის შესახებ. თვითონ გაზეთი „საბაჰი“ ნამდვილად არის ერთ-ერთი პოპულარული გამოცემა თურქეთში. ამიტომ, ცხადია, ამ საკითხში ახლა ჩართული გახლავთ არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო, ასევე ქართული დიასპორა თურქეთში, რომელთაც თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს ამ ფაქტის შესახებ, არამედ უშუალოდ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შესაბამის რეაგირებას და მომავალში ამგვარი რამ აღარ განმეორდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, დანართის შინაარსი არ ყოფილა მხოლოდ კულტურული და სოციალური, არამედ პოლიტიკურ პასაჟებს შეიცავდა, რომელიც ეწინააღმდეგება თურქეთის გაცხადებულ პოზიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთის რამდენიმე რეგიონში თურქულ გაზეთთან ერთად აფხაზეთის შესახებ დანართის დარიგებას, ქართული დიასპორის მხრიდან შესაძლოა საპროტესო აქციები მოჰყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები