მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში მოქმედი დაჯგუფებების მეშვეობით, ახალი „მაიდნის“ მოწყობა უნდა

„მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში მოქმედი დაჯგუფებების მეშვეობით, ახალი „მაიდნის“ მოწყობა უნდა“, – ამის შესახებ სტატიას სანდრო წყაროზე დაყრდნობით გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში სანდო წყარომ აღნიშნა, უკრაინაში აბსოლუტურად ყველა დაჯგუფებას მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდა.
„მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდა აბსოლუტურად ყველა დაჯგუფებას. ახლაც უნდა მათი შეკრება და მობილიზება, ახალი „მაიდანი“ რომ მოაწყოს. რამდენად გამოუვა, ვერ გეტყვით, თუმცა არიან იქ ისეთები, რომლებიც მართლა სუფთად იბრძვიან და არც პოლიტიკურ დაკვეთებში ერევიან. მაგალითად, პოლკოვნიკ მარტიაშვილის ჯგუფი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. დანარჩენები-მაყაშვილი, კიკაბიძე, კალანდაძე-ყველა სააკაშვილის კონტროლქვეშ არის“, – აცხადებს წყარო.
მისივე თქმით, უკრაინელ სამართალდამცავებს სააკაშვილის მიმართ ფინანსურ გაფლანგვასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვთ.
„უკრაინის მებრძოლთა რეაბილიტაციის ფონდიდან“ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. ამ ფონდიდან ფინანსდებოდა ადეიშვილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებოდა, თავად სააკაშვილიც და მისი დაცვაც. აქედან 4 მილიონი გრივნით შეუძინა ასეთი დაჯგუფებების ხელმძღვანელებს ავტომობილები, აქედან აქვს მიღებული დაფინანსება „აფხაზთა კრების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაიას და კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ გამოკვეთილ მხარდამჭერს. არადა ეს თანხები გაწერილია ისე, თითქოს, დახარჯულია უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცების ოჯახების დასახმარებლად. პოროშენკოს მიერ ბრძანება უკვე გაცემულია და ამ მიმართულებითაც ხდება მასალების შესწავლა და დამუშავება. ერთი სიტყვით, პოროშენკოს მიშას ლობისტებისგან ზეწოლები მოეხსნა, უკვე გახსნილი აქვს ხელ-ფეხი იმისთვის, რომ მტკიცებულებები დადოს-რამდენი მილიარდი გრივნა აქვს სააკაშვილს მითვისებული“,-განუცხადა წყარომ „პრაიმტაიმს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები