რა კავშირშია უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაცია გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან

რა კავშირშია უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაცია გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან, – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჯგუფის წევრები საქართველოში მომხდარ თითქმის ყველა ძალადობრივ აქტთან პირდაპირ კავშირში არიან.
სტატიის თანახმად, უკრაინაში საქართველოდან ჩასული მებრძოლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეკრების ადგილს, კიევში, ზურაბ მიქავას რესტორანი „ლაზიკა“ წარმოადგენს, სადაც უკრაინაში მოქმედი ქართული ბატალიონის წევრებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ უკრაინასა და საქართველოში მოქმედების სტრატეგია.
„იქაური დაჯგუფება პირდაპირ კავშირშია საქართველოში მომხდარ თითქმის ყველა ძალადობრივ აქტთან. უკრაინის ხელისუფლებას უნდა, ეს უსიამოვნება აიცილოს თავიდან და ამიტომაც უნდათ ასეთი ადამიანებისგან ქვეყნის გასუფთავება. ახლა იქ არეულია სიტუაცია-ქართველ მებრძოლებს უკვე ადეპორტებენ. ერთ-ერთი მათგანი, პოლკოვნიკი თეთრუაშვილი დაადეპორტეს და ის უკვე ორი კვირაა, საქართველოშია. მას შემდეგ რაც პოროშენკო სააკაშვილს დაუპირისპირდა, ქართველი მებრძოლების დევნა დაიწყეს. ზოგი სხვა ქვეყანაში წავიდა“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ სანდო წყარომ.
აღსანიშნავია, რომ 6 ნომბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოდან უკრაინაში საბრძოლველად წასული ორი ქართველი დააკავეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ ბატალიონ „ქართულ ლეგიონში“ მსახურობდნენ. დაკავების მიზეზი ოდესის დეპუტატის თანაშემწის გატაცება გახდა, გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 200 ათას აშშ- დოლარს მოითხოვდნენ. ისინი „ქართული ლეგიონის“ წევრები გოჩა ხორავა და დავით მენაბდიშვილი (მეტსახელად ქაჩა) აღმოჩდნენ.
„პრაიმტაიმმა“ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები არც კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ 2006-2009 წლებში და არც „ქართული ლეგიონის“, თუმცა რამდენიმე წყაროს საშუალებით დგინდება, რომ ერთ-ერთი მათგანი ერთხანს ნამდვილად იბრძოდა უკრაინაში „ქართველი პარტიზანების“ რიგებში. დასტურდება მათი კავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერთანაც, თუმცა არ ჩანს პირდაპირი კავშირი სააკაშვილთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები