თამაზ წივწივაძე: ბოკერია ისე მოახრჩობს სააკაშვილს, როგორც პითონი კამეჩის ზაქს

“ბოკერია ისე მოახრჩობს სააკაშვილს, როგორც პითონი კამეჩის ზაქს“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარ რედაქტორთან თამაზ წივწივაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
თამაზ წივწივაძე გამოცემასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ განხეთქილებაზე საუბრობს. იგი „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერების, კერძოდ გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაზე საუბრობს. ამასთანავე, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკური ფიგურა აღარ არის, მაინც ვერ „გაძღა“ ძალაუფლებით.
„გამორიცხული არ არის, სააკაშვილმა და ბოკერიამ ერთმანეთიც დაამხონ და ნაციონალური მოძრაობაც. ამათი შებმა დაახლოებით ისეა, როგორც ქართულ ზღაპარშია აღწერილი; „ამირან-დევი შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალი!“ აქ, ჩვენს შემთხვევაში, გიგა ბოკერია ისე მოახრჩობს სააკაშვილს, როგორც პითონი – კამეჩის ზაქს! ოღონდ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი ბოკერიაზე ნაკლებად ცბიერია ან ნაკლებად გარეწარი! საქმე ის არის, რომ სააკაშვილი დღეს აღარავინაა და როგორც პოლიტიკოსი, როგორც ფიგურა, უკვე წარსულია! დღეს, სააკაშვილი აღარც საქართველოს პრეზიდენტია, აღარც ოდესის გუბერნატორი და თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც სამეფო კარის რომელიმე კახპა ქალბატონის ფავორიტი! სააკაშვილი ერთი უმუშევარი, უსამშობლო და უსიყვარულო ყარიბია, თუმცა, არც ისე ღარიბი – როგორც ნარკოტიკებითა და იარაღებით მოვაჭრე, თავისი მილიარდებით. თუმცა, ამ საწყალ სააკაშვილს ერთი უბედურება სჭირს – ფულით გაძღა, მაგრამ ძალაუფლებით ვერა! აქედანაც კარგად ჩანს, რომ ამბიციური სულელია! – აცხადებს თამაზ წივწივაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
თამაზ წივწივაძე მიიჩნევს, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ხელბორკილებით ქართველ სამართალდამცავებს ახლო მომავალში გადმოსცეს.
„როგორც სათამაშო მოედნიდან დაჩუტულ ბურთს, დაჩუტულ სააკაშვილსაც ისე გადმოუგდებს უკრაინის ხელისუფლება ქართველ სამართალდამცავებს – თქვენი დამნაშავეა და თქვენვე გაასამართლეთო! ბორკილდადებული სააკაშვილის დაბრუნება თავის მხრივ ახალი უბედურება იქნება საქართველოსთვის – არ გინდა ამდენი გადარეული ქართველი მოაშორო იმ ციხეს, სადაც ეს გიჟი იქნება განთავსებული,“ – აცხადებს თამაზ წივწივაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები