ქუთაისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურზე ავარდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ავტომანქანის მძღოლი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები