ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილი შესაძლოა, სადღაც დათვრეს და ჩამოფრინდეს საქართველოში ისე, რომ არ ახსოვდეს

„სააკაშვილი შესაძლოა, სადღაც დათვრეს და ჩამოფრინდეს კიდეც“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ოდესის გუბერნატორობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ოდესის გუბერნატორობიდან სააკაშვილის გათავისუფლების ბევრი წინაპირობა არსებობდა.
„გია ლორთქიფანიძის გადადგომა, ადეიშვილის უკრაინიდან წასვლა, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება სააკაშვილის ფონდის ირგვლივ, ოდესის მერის არჩევნებში სააკაშვილის ფავორიტის დამარცხება და ა.შ. ამ ყველაფრის ფინალი ლოგიკურად იქნებოდა ის, რომ სააკაშვილს დაატოვებინებდნენ თანამდებობას. მიუხედავად იმისა, ვინ ვის დაასწრო, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე მისი თანამდებობზე არყოფნა ცალსახად პოზიტიურად აისახება. დარწმუნებული ვარ, ეს გაჯანსაღების პროცესი ორ ქვეყანას შორის წარმატებით დასრულდება და ის ჩრდილი, რომელსაც ამ ურთიერთობებს აყენებდა ოდესის აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი, წარსულს ჩაბარდება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ექსტრადირება ფორმალურად მოსალოდნელი არ არის, თუმცა შემოქმედებითი მიდგომის შემთხვევაში გამორიცხული არ არის.
„ერთ მშვენიერ დღეს, სააკაშვილმა შესაძლოა საქართველოში გაიღვიძოს ისე, რომ არ ახსოვდეს, როგორ ჩამოვიდა. ის ექსტრაორდინალური პიროვნებაა, შესაძლოა, სადღაც დათვრეს და ჩამოფრინდეს“,-განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები