ბექა შენგელიას სკანდალური ინტერვიუ – შემოქმედის ქმნილებებს ტკივილს ვაყენებდი (ვიდეო)

„შემოქმედის ქმნილებებთან წამოვიწყე ომი, მის ქმნილებებს ვაყენებდი ტკივილს“, – ამის შესახებ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის ბექა შენგელია დაახლოებით 2 წლის წინ „იმედის“ ეთერში ერთ-ერთ გადაცემაში დაფარული სახით საუბრობდა.
შენგელიას ინტერვიუს გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს, სადაც შენგელია სატანისტური რიტუალებისა და გოგონების გაუპატიურების შესახებ ჰყვება. როგორც შენგელია აცხადებს, მას სურდა რომ 10 მცნების ანტიპოდი შეექმნა, სწორედ ამიტომ იცნობდა ინტერნეტის საშუალებით გოგონებს, რომელთაც მარიამი ერქვათ და მათთან სექსუალურ აქტს ამყარებდა.
„ეს ყველაფერი ჩემი პირველი შეყვარებულის გავლენით დაიწყო. ჩვენ ვიყავით ერთ აზრზე, კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ზოგადად, მაგიით ვიყავით დაინტერესებულნი. იმისთვის, რომ საფუძვლიანად გამოგვეკვლია ეს სფერო, შევისწავლეთ უამრავი ქვეკატეგორია.
ირგვლივ ყველა მართლაც მორწმუნე იყო, ნორმალური ფსიქოლოგიის ადამიანები. ჩემთვის სწორედ ეს იყო ბიძგი. ადამიანები, რომლებიც დოგმაში არიან მოქცეულნი და ბრმად აკეთებენ სამუშაოს, რისი საფუძველიც თვითონ არ იციან. იმისთვის, რომ მიიღონ თუნდაც საკვები, იწერენ პირჯვარს. ეს იყო მიწიერი, ყოფიერი ცხოვრების მიმართ პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმა.
შემოქმედის მიმართ წაყენებული იქნა ულტიმატუმი. ანუ მე და ჩემი პირველი შეყვარებული მივედით არაფრამდე. კითხვაზე: საიდან მოვდივართ? – ბევრ რელიგიას აქვს საკუთარი წარმოდგენები, მაგრამ ამომწურავად ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს ინდივიდის ინტერესებს. ამის გათვალისწინებით, მივედით დასკვნამდე, რომ მატერია აღარ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი თვალსაწიერი განგვევითარებინა.
მინდა აღვნიშნო, რომ იმ გოგონებს შორის არასრულწლოვანი არცერთი არ ყოფილა. ჯერ მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვსწავლობდი, რამდენად შეეფერებოდა ჩემს კრიტერიუმებს და ამის შემდეგ ვწყვეტდი. აუცილებელი დოგმა იყო, რომ მარიამი რქმეოდა სახელად. ეს ჯერ მე მჭირდებოდა და მერე მათ. ეს იყო ულტიმატუმის ფორმა-შემოქმედის ქმნილებებთან. წამოვიწყე ომი, მის ქმნილებებს ვაყენებდი ტკივილს, მინდოდა, მიმეღო ახალი ტონი, ახალი ფერი. დღეს თითოეულ მათგანს ჩემ მიმართ აქვს დადებითი დამოკიდებულება. მათ თვალსაწიერში შევიტანე ის კომპონენტები, რაც მათ აკლდათ.
6 მარიამი იმიტომ, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო რელიგიურ დოგმატებთან დაკავშირებული. მინდოდა შემექმნა ათი მცნების ანტიპოდი. ეს არის რიტუალის ფორმა. თითოეულ მათგანს ვუხსნიდი ვითარებას, რის შემდეგაც ისინი არ გამცემდნენ. ისინი არ მიჩიოდნენ. ბოლო მსხვერპლს ეს არ გავაცანი. აქტის შემდეგ მას აღარ გავესაუბრე და დაახლოებით ვიცოდი, რასაც გააკეთებდა. მან მიიღო მართლაც ზომები. ეს გავიგე საჯარო ბიბლიოთეკაში. ველოდებოდი, რომ მოვიდოდნენ და დამაკავებდნენ. ასეც მოხდა. ყველა მათგანთან კავშირს ჰქონდა რიტუალის ფორმა.
გამომძიებელმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ფსიქიატრი მჭირდებოდა. ციხეში, ცალკე საკანში ვიყავი. 4 წელი მომისაჯეს. წასვლის წინ რამდენიმე მეგობარს დავემშვიდობე 10 წლით, თუმცა შეურაცხადად მცნეს და 10-ის ნაცვლად 4 წელი მომისაჯეს. შემოდიოდნენ და სასტიკად მისწორდებოდნენ. ეს მინდოდა კიდეც“, – აცხადებდა ბექა შენგელია სასჯელის მოხდიდან 2 წლის თავზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები