ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის დეპუტატზე ძებნა გამოცხადდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. პარლამენტის დეპუტატზე ნოდიკ კვიცინიაზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. დეპუტატი რუსი ბიზნესმენის მკვლელობაში მონაწილეობისთვის იძებნება. მას სადეპუტატო იმუნიტეტი უკვე ჩამოერთვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ კვიცინიას 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის რუსი ბიზნესმენის, სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის, ოქსანა სკარედნოვას მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
კლემანტოვიჩი და სკარედნოვა ოკუპირებულ აფხაზეთში 2012 წლის სექტემბერში გაუჩინარდნენ. ერთი წლის შემდეგ – 2013 წლის 12 ოქტომბერს, მათი ცხედრები ოჩამჩირის რაიონში, მიტოვებული სახლის ჭაში აღმოაჩინეს.