იან კელი: მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი იმედოვნებს, რომ ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს ამერიკისგან, გაგრძელდება.
კელის განცხადებით, ის კვლავ ფოკუსირებულია საქართველოს მხარდაჭერაზე და გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
“კარგია ის ფაქტი, რომ ამერიკის მხრიდან არის საქართველოს მხარდაჭერა და ამას ადასტურებს კონგრესის გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ.
მე ველოდები ახლა უკვე გადაბარების პროცესს. ამ კვირაში იქნება სამუშაო შეხვედრები ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება”,- განაცხადა კელიმ.
მისივე თქმით, აშშ-ში სიტყვისა და მედიის თავისუფლება არ შეცვლილა 240 წლის განმავლობაში და ეს არ შეიცვლება.
“ეს არის ძირითადი ნაწილი კონსტიტუციის და ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და რა თქმა უნდა, ეს ვერ შეიცვლება. ასეთი სახის გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება თუ გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, არ მოხდება”, – განაცხადა კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები