ავარია თბილისში – ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და “ჯიპი” შეეჯახნენ

თბილისში, აბაშიძისა და ნაფარეულის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მანქანა და მსუბუქის ავტომობილი შეეჯახნენ.
მომხდარის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 4 ექიმი დაშავდა.
როგორც “კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, 3 მათგანი მკურნალობას სახლში განაგრძობს, ერთი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები