დიმიტრი ქუმსიშვილი: რომელ თანამდებობაზე ვიქნები მთავრობაში, ამას პრემიერი განსაზღვრავს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ მთავრობის შემადგენლობაში დარჩება.
რაც შეეხება კითხვას, დაიკავებს თუ არა ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას, ქუმსიშვილი  ამაზე კომენტარს ვერ აკეთებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომელ პოსტზე დაინიშნება, ამას პრემიერი განსაზღვრავს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე პარტიის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს და იმაზე, რომ მთავრობამ და პარლამენტმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა უკვე დამთავრდა, რომელსაც პარტიის ლიდერები და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები