ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

“ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა”, – ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.
„დღეს, დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე აფეთქება მოხდა. ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის. ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები