დერიკის რაიონის ხელმძღვანელი, რომელიც გუშინ დაჭრეს, დღეს გარდაიცვალა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მარდინის პროვინციაში ხუთშაბათს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაჭრილი დერიკის რაიონის ხელმძღვანელი ფატიჰ საფითურქი დღეს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ხუთშაბათს მარდინის პროვინციაში რაიონული ადმინისტრაციის შენობაზე თავდასხმა მოხდა. თავდაპირველად გამგეობის შენობას ყუმბარმტყორცნები დაუშინეს, ხოლო შემდეგ შენობის შიგნით ბომბები ააფეთქეს. ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ფათიჰ საფითურქის სამუშაო მაგიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
თურქმა სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 38 პირი უკვე დააკავეს. ტერაქტში ხელისუფლება “ქურთთა მუშათა პარტიას“ ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები